აშშ-ის სამხედროებმა „ჰუსიტების“ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი მიწა-ჰაერი კლასის რაკეტა გაანადგურეს
აშშ-ის სამხედროებმა „ჰუსიტების“ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი მიწა-ჰაერი კლასის რაკეტა გაანადგურეს.
ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის ის ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, თავდასხმა განხორციელდა მას შემდეგ, რაც „ჰუსიტებმა“ ადენის ყურეში ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.