აშშ-ის სამხედროების ცნობით, აშშ-ის გამანადგურებელმა თვითმფრინავმა წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გასროლილი რაკეტა ჩამოაგდო
აშშ-ის გამანადგურებელმა თვითმფრინავმა ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აშშ-ის საზღვაო ძალების გამანადგურებლის მიმართულებით იქნა გაშვებული, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სამხედროები ავრცელებენ.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ჩამოგდებული რაკეტა „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან წითელ ზღვაში USS Laboon-ის საესკადრო ნაღმოსანი გამანადგურებლის მიმართულებით გაისროლეს.
დაშავებულების ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.