აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მართვადი რაკეტებით აღჭურვილმა ხომალდმა „არლი ბერკმა“ კურსი შავი ზღვისკენ აიღო
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მართვადი რაკეტებით აღჭურვილმა ხომალდმა „არლი ბერკმა“ კურსი შავი ზღვისკენ აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის მეექვსე ფლოტი ავრცელებს.
„არლი ბერკმა დაიწყო ჩრდილოეთით სვლა შავი ზღვის მიმართულებით, რომ იმუშაოს რეგიონში ნატოს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად“, – ნათქვამია აშშ-ის მეექვსე ფლოტის განცხადებაში.