აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა შავსა და ეგეოსის ზღვებზე წვრთნები გამართეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა შავსა და ეგეოსის ზღვებზე წვრთნები გამართეს

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებმა ნატო-ს მოკავშირე ხუთ სახელმწიფოსთან ერთად, შავსა და ეგეოსის ზღვებზე სწავლებები გამართეს.

სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა მიიღო სტრატეგიული დანიშნულების ამერიკულმა B-52H Stratofortress-ის ტიპის ბომბდამშენმა.

სწავლებებში ჩართულნი იყვნენ უნგრელი, იტალიელი, ბერძენი, რუმინელი და ბულგარელი სამხედროებიც.