აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ალექსანდრე ქართველის შექმნილი ლეგენდარული მოიერიშე ფლოტის განახლების პროგრამა დაასრულა
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ალექსანდრე ქართველის შექმნილი ლეგენდარული მოიერიშე ფლოტის განახლების პროგრამა დაასრულა

„ეი 10“-ის ახალი სიცოცხლე – აშშ-ის სამხედრო -საჰაერო ძალებმა ალექსანდრე ქართველის შექმნილი ლეგენდარული მოიერიშე ფლოტის განახლების პროგრამა დაასრულა.

2011 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში 173 ერთეულ სამხედრო თვითმფრინავს ფრთები შეუცვალეს, რაც საჰაერო ხომალდებს 10 ათასი საათის განმავლობაში შემოწმების გარეშე ფრენის შესაძლებლობას აძლევს.

თვითმფრინავზე მუშაობას, რომელმაც თითქმის 40 წელი იფრინა, გამოწვევებიც თან ახლდა. განახლების პროცესმა წარმოშვა თვითმფრინავის კორპუსისთვის ახალი ნაწილების დამზადების აუცილებლობა.

„შესანიშნავად იფრინა და ყველა შემოწმება გაიარა. უჩვეულოა წარმოებაში ამდენ ხანს გყავდეს თვითმფრინავი როგორც ესაა და გამოდეს და იფრინოს ისე კარგად, როგორც ამ თვითმფრინავმა გააკეთა“ – განაცხადა 514-ე საფრენ-საგამოცდო ესკადრილიის მეთაურმა და „ეი 10“-ის გამომცდელმა მფრინავმა, ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა, რაიან რიჩარდსონმა.

თვითმფრინავი შეიარაღებაში 1976 წელს მიიღეს და განკუთვნილია ახლო მანძილზე საჰაერო მხარდაჭერისთვის, ასევე ტანკებზე, ჯავშანტრანსპორტიორებზე და სხვა სახმელეთო სამიზნეებზე თავდასხმისთვის.

თვითმფრინავის კონსტრუქტორი, ქართველი ემიგრანტი, ალექსანდრე ქართველიშვილია, რომელიც აშშ-ში ალექსანდრე ქართველის სახელით არის ცნობილი.