აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების დაბომბვის შედეგად, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს
აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების დაბომბვის შედეგად, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების დაბომბვის შედეგად, სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი მოკლეს. ინფორმაციას პენტაგონი ადასტურებს.

მაჰერ ალ-აგალი ერთ-ერთია ექსტრემისტული ჯგუფის ლიდერთა ხუთეულში.

გავრცელებული ცნობით, მაჰერ ალ-აგალი პასუხისმგებელი იყო ისლამური სახელმწიფოს ქსელების განვითარებაზე სირიისა და ერაყის გარეთ.

ექსტრემისტული ორგანიზაციის ლიდერი ალეპოს რეგიონში, ქალაქ ჯინდაირისის მახლობლად მაშინ მოკლეს, როდესაც მოტოციკლით გადაადგილდებოდა.

უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული დაბომბვის შედეგად, მისი ერთ-ერთი მთავარი თანაშემწე მძიმედ დაშავდა.