აშშ-ის სამხედრო ხომალდები ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად ბარენცის ზღვაში შევიდნენ
აშშ-ის სამხედრო ხომალდები ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად ბარენცის ზღვაში შევიდნენ

ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად აშშ-ის სამხედრო ხომალდები ბარენცის ზღვაში შევიდნენ. აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, სამხედრო ხომალდები: „ფრანკლინ რუზველტი“, „პორტერი“ და „დონალდ ქუქი“ ბარენცის ზღვაში ჩრდილოეთ პოლარული წრის მიღმა რთულ ბუნებრივ პირობებში ზღვაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციას ატარებენ.

ამერიკულ სამხედრო ხომალდებს თან ახლავს ბრიტანული ფრეგატი „კენტი“. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არქტიკის რთული ამინდი მუდმივ ყურადღებას და პრაქტიკას მოითხოვს.

აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების გემები 1980-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ ბარენცის ზღვაში არ შესულან. გემების შესვლის შესახებ შეტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტროში პირველ მაისს გაგზავნეს. აშშ-ის საზღვაო ძალებში აცხადებენ, რომ ეს კეთდება გაუგებრობისა და დაძაბულობის შემთხვევითი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ასევე რისკების შემცირებისთვის.