აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის რეკომენდაციით, „მოდერნასა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინები ე.წ. ბუსტერ დოზებად იქნება გამოყენებული
„მოდერნასა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ე.წ. ბუსტერ დოზებად იქნება გამოყენებული. შესაბამისი ნებართვა აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ გასცა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ამასთან, შესაძლებელი იქნება შერეული სისტემით ვაქცინაცია, რაც გულისხმობს, რომ მოქალაქეებს „ბუსტერ“ დოზად პირველადი ვაქცინისგან განსხვავებული პრეპარატის გამოყენება შეეძლებათ.
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ გასულ თვეში „ბუსტერ“ დოზად გამოყენების ნებართვა „ფაიზერის“ ვაქცინაზე გასცა.