აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში დანიელ ქრითენბრინქმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში შეხვედრა გამართა ქვეყნის ადგილობრივი საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ქეიჩი იჩიკავასთან.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სექტემბრიდან აღნიშნულ პოსტზე დანიშვნის შემდეგ ეს ქრითენბრინქის პირველი ვიზიტია იაპონიაში. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის იაპონია-აშშ-ის ალიანსის შემდგომი გაძლიერებისა და „თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის“ რეალიზაციის თემები.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იაპონიაში 10 ნოემბრამდე დარჩება და შემდეგ უკვე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ კორეას ეწვევა.