აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი - ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრება, ხოლო მომიტინგეებს - მშვიდობიანი პროტესტი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საპროტესტო აქციებსა და „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტებზე ტელეფონით ესაუბრა.
„ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს საპროტესტო აქციებსა და „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს სურვილს ევროინტეგრაციასა და დემოკრატიული განვითარებაზე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრება, ხოლო მომიტინგეებს – მშვიდობიანი პროტესტი“, – წერს დერეკ შოლე.