აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ინფორმაციით, ვაშინგტონი და მინსკი დიპლომატიურ ურთიერთობას აღადგენენ
უახლოეს მომავალში ბელორუსსა და ვაშინგტონში ელჩები დაბრუნდებიან, – ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, დეივიდ ჰეილიმ მინსკში ვიზიტის დროს გააკეთა.
2008 წელს, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის გამო ბელორუსს სანქციები დაუწესა, ოფიციალურმა მინსკმა ვაშინგტონიდან ბელარუსის ელჩი კონსულტაციისთვის გაიწვია. ელჩი გაიწვია ვაშინგტონმაც.
29 აგვისტოს, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მინსკში ვიზიტით მყოფ ჯონ ბოლტონს შეხვდა, რომელიც მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ბოლტონთან შეხვედრის დროს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკი მზადაა, აშშ-თან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.