აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესა და თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანს შორის შეხვედრა შედგა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესა და თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანს შორის შეხვედრა შედგა

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივან იბრაჰიმ ქალინსა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანს შორის შეხვედრა შედგა.

ანკარაში გამართული დიალოგისას მხარეებმა ივნისში, ბრიუსელში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის დღის წესრიგზე ისაუბრეს და აღნიშნულის ფარგლებში ერდოღანისა და ბაიდენის შეხვედრაზე განსახილველი საკითხები მიმოიხილეს.

დამატებით, ქალინმა და შერმანმა ავღანეთის, სირიის, ლიბიის, მთიანი ყარაბაღის რეგიონისა და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებიც განიხილეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ რეგიონებში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ერთობლივ საქმიანობას განაგრძობენ.