აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანი ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანი ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრებს.
ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, სხდომა 3 დეკემბერს ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება. სტივენ ბიგანთან ერთად სხდომაში მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს 57 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი.
„სახელმწიფო მდივნის მოადგილე ყურადღებას გაამახვილებს ბელარუსში 9 აგვისტოს არჩევნების ფასლიფიკაციის შემდეგ დემონსტრანტების ხისტ რეპრესიებზე, ბოლოდროინდელ ძალადობაზე მთიან ყარაბაღში, რუსეთის აგრესიაზე, რომლიც გრძელდება აღმოსავლეთ უკრაინაში და საქართველოსა და უკრაინის სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციაზე, ასევე – დნესტრისპირეთის კონფლიქტზე მოლდოვაში და რუსეთი მავნე ქმედებებსა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.