აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დანიშნა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დანიშნა.
„ფილიპ რიკერი იმუშავებს აშშ-ის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარედ და უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ამ კრიტიკულ პერიოდში“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ დაეხმარება სომხეთსა და აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური დარეგულირების მიღწევაში.
„ფილიპ რიკერი ითანამშრომლებს თანამოაზრე პარტნიორებთან, როგორიცაა ევროკავშირი და ასევე იმუშავებს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლში, რათა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი დიალოგის ფასილიტაცია მოახდინოს. ამ დროს რიკერის დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ ანიჭებს საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.