აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ვენესუელას დახმარებას დაპირდა. ეს განცხადება მაიკ პომპეომ სპეციალური ვიდეომიმართვაში გააკეთა, რომლის ადრესატი ვენესეულის მოსახლეობა იყო. ვიდეოჩანაწერი პომპეოს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს ვენესუელის ხალხის მისწრაფებას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ. თქვენი სიმამაცე და თქვენი ხმები მიიყვანს ვენესუელას თავისუფლებისა და კეთლიდღეობისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე მაიკ პომპეომ ვენესუელაში აშშ-ის სახმედრო ძალის გამოყენება არ გამორიცხა.
4 მაისს ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ, მოუწოდა თავის მომხრეებს მარშით გაემართონ სამხედრო ბაზებისკენ და მოუწოდონ სამხედროებს უარი თქვან ნიკოლას მადუროს მხარდაჭერაზე.
ვენესუელაში სიტუაცია იანვრის შემდეგ დაძაბულია. პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, ხუან გუიდომ, თავი ვენესეულის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა და ნიკოლას მადუროს გადადგომა მოითხოვა. მას შემდეგ ვენესუელაში საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და საქართველომაც აღიარეს.