აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უახლოეს დღეებში ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს გეგმავს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უახლოეს დღეებში ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს გეგმავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უახლოეს დღეებში ახლო აღმოსავლეთში ჩასვლას გეგმავს.

აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში მას მერე განაცხადეს, რაც ისრაელსა და პალესტინურ ორგანიზაცია „ჰამასს“ შორის 11 დღიანი შეტაკებები ზავით დასრულდა.

„ენტონი ბლინკენი მის ისრაელელ კოლეგა გაბი აშქენაზს ესაუბრა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში სახელმწიფო მდივნის დაგეგმილ ვიზიტს მიესალმა. ბლინკენი მომდევნო დღეებში ისრაელელ, პალესტინელ და რამდენიმე ახლო აღმოსავლელ კოლეგასთან გამართავს დისკუსიებს“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ ფრაისმა.

როგორც ცნობილია, ენტონი ბლინკენი ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს, ეგვიპტესა და იორდანიას ეწვევა.