აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა. ქაბულში მაიკ პომპეო შეხვედრებს გამართავს ავღანეთის პრეზიდენტთან, აშრაფ ღანისთან და მის მეტოქე აბდულა აბდულასთან, რომელიც 2019 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

სახელმწიფო მდივნის ავღანეთში ვიზიტის მიზანს ხელისუფლებასა და რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ შორის ტყვეების გაცვლის საკითხზე მოლაპარაკებების ხელშეწყობა წარმოადგენს. ტყვეების გაცვლა აშშ-სა და „თალიბანს“ შორის გაფორმებული მშვიდობიანი შეთანხმების ნაწილია.