აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ​ბლინკენი 26 მაისს ისრაელში ჩავა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ​ბლინკენი 26 მაისს ისრაელში ჩავა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 26-27 მაისს ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს ეწვევა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე ბლინკენმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს გეგმავდა.