აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ახალი ოფისი გაიხსნა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულებას ზედამხედველობას გაუწევს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ახალი ოფისი გაიხსნა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულებას ზედამხედველობას გაუწევს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი იქნება, რომელიც სენატმა გასულ კვირას დაამტკიცა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ოფისი.
„ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი უკვე შეუდგა მუშაობას. ის იმუშავებს სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში. ითანამშრომლებს სხვადასხვა უწყებასთან ადმინისტრაციაში და ასევე იმუშავებს მოკავშირეებთან, პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს, რომ ჩვენი მიდგომა სანქციების მიმართ, მათი იმპლემენტაცია, სანქციების შემუშავება იქნება კოორდინირებული და ეფექტურად ამოქმედებული ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ნედ პრაისმა.