აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს, მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება, ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმის მონიტორინგს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის საქმეს, ძალიან გვაწუხებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს კითხვა დაუსვეს, საქართველოში აშშ-ის ხუთი ყოფილი ელჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მკურნალობა.
მეთიუ მილერის თქმით, საქართველოს მთავრობას არაერთხელ უთხრეს, რომ მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება, რომელიც სააკაშვილს სჭირდება ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის საქმეს. ძალიან გვაწუხებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. საქართველოს მთავრობას როგორც საჯაროდ, ასევე პირადად არაერთხელ ვუთხარით, რომ მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება, რომელიც მას სჭირდება ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმის ძალიან მჭიდრო მონიტორინგს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.