აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - რუსეთი საკვებს ომის იარაღად იყენებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - რუსეთი საკვებს ომის იარაღად იყენებს

რუსეთი საკვებს ომის იარაღად იყენებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„მე ვიტყვი, რომ რუსეთი აგრძელებს საკვების გამოყენებას ომის იარაღად. უკვე მეორე დღეა, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო წყლებში გემების მიმართ მუქარას ვისმენთ. ასევე მუქარას ვისმენთ უკრაინული მარცვლეულის გადამზიდავ გემებთან მიმართებაშიც, რაც, ვფიქრობ, ყველას ესმის, რას ნიშნავს ეს და ხედავთ, როგორ აორმაგებენ ამ საფრთხეებს“, – აცხადებს მილერი.

მისი თქმით, ოდესის პორტზე თავდასხმებით ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ რუსეთი საკვებს ომის იარაღად იყენებს არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, არამედ მსოფლიოში ყველა ადამიანის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი განუვითარებელი ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც დამოკიდებული არიან უკრაინულ მარცვლეულზე.