აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბელარუსში შექმნილი ვითარება განიხილა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმირ მაკეის ტელეფონით ესაუბრა. საუბრის დროს მხარეებმა ბელარუსში შექმნილი მდგომარეობა და აშშ-ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, შოლემ ბელარუსში პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ასევე აღნიშნა რადიო თავისუფლების კონსულტანტის, იგორ ლოსიკის წინააღმდეგ აღძრული საქმის დახურვის საჭიროება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განიხილეს ელჩების დაგეგმილი გაცვლა აშშ-სა და ბელარუსს შორის. სატელეფონო საუბრისას აღინიშნა, რომ საკომუნიკაციო ხაზების გახსნა სარგებლის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისთვის.