აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის ბიურო - კარენ დონფრიდმა დავით ზალკალიანთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, თავად აირჩიოს უსაფრთხოების ალიანსები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის ბიურო – კარენ დონფრიდმა დავით ზალკალიანთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, თავად აირჩიოს უსაფრთხოების ალიანსები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის ბიურო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, კარენ დონფრიდისა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის ბიუროში აცხადებენ, აშშ-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის.
„სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და მისი უფლების მიმართ თავად აირჩიოს უსაფრთხოების ალიანსები“, – ნათქვამია განცხადებაში.
კარენ დონფრიდთან საუბრის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალინმა. მისი თქმით, კარენ დონფრიდთან საუბრის შედეგად, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა და დადასტურდა, რომ აშშ-სა და საქართველოს მიმდინარე პროცესების იდენტური აღქმა და შეფასება აქვთ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პარტნიორობის სიღრმესა და სიმტკიცეს.
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელის დეგნანის განცხადებით კი, საქართველო ნატო-სა და აშშ-ის ღირებული პარტნიორია. მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ ცდილობს რუსეთი ევროპული უსაფრთხოების დესტაბილიზაციას.