აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, თითქოს „საქართველოში კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივირება და წარმოება ლეგალური გახდა“
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მიმოხილულია მსოფლიოს 70 ქვეყანაში შექმნილი ვითარება, მათ შორის საქართველოში.
საქართველოსთან მიმართებაში სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნულია, რომ „2018 წლის ივლისში საქართველომ კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივირება და წარმოება ლეგალური გახადა და მისი პერსონალური მოხმარების დეკრიმინალიზება მოახდინა“.
როგორც ცნობილია, კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის მართლაც იყო ინიცირებული პარლამენტში და თუმცა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობის გამო, კანონპროექტი უკან გაიწვიეს.