აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს ბელარუსში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს ბელარუსში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს. უწყების ცნობით, უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო აქტიურობის ზრდის გამო აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებიან ბელარუსში ან აპირებენ გამგზავრებას, უნდა იცოდნენ, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებადია და რეგიონში გაზრდილი დაძაბულობაა.
განცხადებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებების საფრთხის გამო 12 თებერვალს სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევში მდებარე აშშ-ის საელჩოდან თანამშრომლობის გაყვანის განკარგულება გასცა. არსებული არასტაბილური ვითარების გათვალისწინებით, აშშ-ის მოქალაქეებს მტკიცედ ურჩევენ, არ გაემგზავრონ ბელარუსში.
ბელარუსში გამგზავრებისგან თავის შეკავების რეკომენდაციის მიზეზებს შორის უწყება ასევე ასახელებს ქვეყანაში კანონის თვითნებურად აღსრულებისა და დაკავების საფრთხეს, ასევე „კოვიდ-19“-სა და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.
შეგახსენებთ, 10 თებერვალს რუსეთმა და ბელარუსმა მასშტაბური ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს.