აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - სახელმწიფო მდივანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უკრაინის ომზე, სამხრეთ კავკასიასა და ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უკრაინის ომზე, სამხრეთ კავკასიასა და ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ბლინკენმა ხაზი გაუსვა აშშ-აზერბაიჯანის ორმხრივი პარტნიორობის მნიშვნელობას და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის ხელშეწყობის კუთხით აშშ-ის ერთგულებას.
სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის ესკალაციის შესახებ ბოლოდროინდელ ცნობებთან დაკავშირებით, მდივანმა ბლინკენმა მოუწოდა მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება და გააძლიერონ დიპლომატიური ჩართულობა ყველა გადაუჭრელი საკითხის ყოვლისმომცველი გადაწყვეტის მოსაძებნად.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების პატივისცემის მნიშვნელობას.
„მდივანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ვალდებულებას სხვა პარტნიორებთან ერთად გააგრძელოს მოსკოვის და მისი მხარდამჭერებისთვის, მათ შორის ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება უკრაინის წინააღმდეგ კრემლის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომისთვის“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.