აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - სახელმწიფო მდივანი შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებსა და დაძაბულობაში ვერ ჩაერევა, თუმცა საერთო გზავნილია ცვლილებებისთვის ინსტიტუტების გამოყენება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოში ოპოზიციის მიმართ საერთო გზავნილია, ცვლილებებისთვის ინსტიტუტები გამოიყენონ.
დეპარტამენტის წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს უთანხმოებების გადალახვასა და საარჩევნო პროცესების გაძლიერებაზე.
დეპარტამენტის წარმომადეგენელმა დღევანდელ ბრიფინგზე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „როგორ დაეხმარებით ოპოზიციას მათი პრობლემების გადაწყვეტაში და რას ფიქრობთ, მათი თქმით, ქვეყანაში ამ მთავრობის პირობებში პროევროპული ღირებულებების შესუსტებაზე“.
„ბოლოდან დავიწყებ, ეს ის შეფასებებია, რომლებიც თავად უნდა გააკეთონ, ეს მათი ქვეყანაა, მათი დემოკრატია, მათი ინსტიტუტებია, ეს მათი საზოგადოებრივი შეხედულებები და ნებაა, და ამის მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს. რა თქმა უნდა, ოპოზიციასთან საუბრისას ერთ-ერთ მხარეს მიიღებ და ამიტომ გვაქვს მათთან კომუნიკაცია. ჩვენი საელჩო და ელჩი, ასევე ევროკავშირის სხვა პარტნიორები ყოველდღიურ რეჟიმში ეკონტაქტებიან მათ, და საერთო გზავნილი აქაც ინსტიტუტების გამოყენებაა. ახალი დემოკრატიები ხშირად არ არიან მიჩვეულები იმას, რომ შეგიძლია, ინსტიტუტები ცვლილებებისთვის გამოიყენო.
ეს არის გზავნილი და სწორედ ამას ამბობს სახელმწიფო მდივანიც. სახელმწიფო მდივანის შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებსა და დაძაბულობაში გარევას ვერ დავუშვებთ, მაგრამ ფართომასშტაბიანი გზავნილი ეს არის, რაც ვფიქრობ, სწორად გავაკეთეთ. ის, რომ გვესმის „იმედგაცრუებულები ვართ, რომ ცალკე შეხვედრები არ გვაქვს“, ეს შესაძლებელი იყო, შესაძლებელი იყო აქ ერთი კვირით დავრჩენილიყავით და ბევრი სხვადასხვა შეხვედრა გვქონოდა, მაგრამ ამის ნაცვლად, მოდით, გავაჟღეროთ გზავნილი, რომელიც მოიცავს ამ ქვეყნის მხარდაჭერას, მისი ინსტიტუტების, ჩვენი პარტნიორობის და დასავლეთში მათ ტრანსატლანტიკური და ევროატლანტიკური მომავლის მხარდაჭერას. ამას ვიტყვით, გადალახეთ უთანხმოებები, გააძლიერეთ საარჩევნო პროცესები მათი უარყოფის მაგივრად“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.