აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქალაქ უხანში მყოფი ამერიკის 230-მდე მოქალაქის ევაკუაციას განახორციელებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთის ქალაქ უხანში მყოფი ამერიკის 230-მდე მოქალაქის ევაკუაციას დღეს განახორციელებს. მათ შორის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრებიც არიან.
ისინი კორონავირუსის გავრცელების გამო, კარანტინში მოქცეულ ქალაქს, ჩარტერული რეისით დატოვებენ. თვითმფრინავი კალიფორნიაში დაეშვება, სადაც მგზავრები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.
ჩინეთის ხელისუფლებისგან ევაკუაციის ნებართვას ელოდება ინდოეთიც. უხანში ინდოეთის 250-მდე მოქალაქე იმყოფება. დელიში აცხადებენ, რომ მუმბაის აეროპორტში მზადყოფნაშია 423 ადამიანზე გათვლილი „ბოინგის“ ტიპის თვითმფრინავი.
კორონავირუსს ბოლო მონაცემებით 106 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი ოთხი ათასს აღემატება.