აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მოლაპარაკებები

09:14, 14.07.2020

ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს სომხეთ-აზერბაიჯანის საერთაშორისო საზღვარზე მომხდარ ძალადობის ფაქტებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია  აღნიშნული.

„მოვუწოდებთ მხარეებს, დაუყონებლივ შეწყვიტონ ძალის გამოყენება, გამოიყენონ მათ შორის არსებული კომუნიკაციის არხები, რათა თავიდან იყოს აცილებული შემდგომი ესკალაცია და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატები მზადყოფნას გამოთქვამს, მხარეებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტაში დაეხმაროს. ასევე, მოუწოდებს მხარეებს, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მოლაპარაკებები.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო.

მსგავსი