აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 150-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და სუბიექტს, „რომლებიც ეხმარებიან რუსეთს შეზღუდვების თავიდან აცილებასა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერებაში“
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 150-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და სუბიექტს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს შეზღუდვების თავიდან აცილებასა და მისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერებაში. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სანქციები მიზნად ისახავს მესამე ქვეყნებში ფიზიკური პირების, ერთეულებისა და ქსელების საქმიანობის შეჩერებას, რომლებიც ხელს უწყობენ რუსული სამხედრო-სამრეწველო ბაზის ძირითადი ტექნოლოგიების, აღჭურვილობისა და რესურსების გაყიდვას.
შეზღუდვებს დაექვემდებარა ათეულობით კომპანია თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჩინეთში, შვეიცარიაში, სინგაპურში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და მალდივებში.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსულ ბანკებს, Expobank-სა და Metallurg-ს, საინვესტიციო კომპანია United Investment Group-სა და ფინანსურ ინსტიტუტს Signal Invest-ს, რაც რუსეთის ფედერაციას საშუალებას აძლევდა, შეენარჩუნებინა კონტაქტი საერთაშორისო ფინანსურ სისტემასთან.
ამავდროულად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი უწესებს სანქციებს 100-ზე მეტ სუბიექტსა და ფიზიკურ პირს სანქციების გვერდის ავლისთვის და უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დახმარებისთვის.