აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმი „ტერეკი“ და ხუთი პირი მაგნიტსკის სასანქციო სიაში შეიყვანა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმი „ტერეკი“ და ხუთი ფიზიკური პირი მაგნიტსკის სასანქციო სიაში შეიყვანა. ისინი ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან მხილებული.
საუბარია მკვლელობებსა და ლგბტ თემის წარმომადგენლების წამებაზე. ე.წ. შავ სიაში ასევე მოხვდნენ „ტერეკის“ მეთაური აბუზაიდ ვისმურადოვი. მას ბრალი ედება ლგბტ თემის წარმომადგენლების უკანონოდ დაკავებასა და წამებაში. ასევე სიაში მოხვდა სერგეი კოსიევი, კარელიის რესპუბლიკის სასჯელაღსრულების კოლონიის უფროსი. ასევე რუსლან გერემეიევი, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაქვემდებარებაში მოქმედებს და ასევე დაკავშირებულია მკვლელობებთან. გერემეიევი მოიაზრება ოპოზიციონერ სერგეი ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორად.
შეზღუდვები დაუწესდათ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წევრებს ელენა ტრიკულიასა და გენადი კარლოვს.