აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დონალდ ტრამპს მხარდამჭერებთან ღია სივრცეში შეხვედრის ნება დართო
აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დონალდ ტრამპს ღია სივრცეში მხარდამჭერებთან შეხვედრის უფლება მისცა. ინფორმაციას „როიტერი” ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც, ღია სივრცეში შეკრებისას ტრამპის დასაცავად ტყვიაგაუმტარ მინას გამოიყენებენ.
ამასთან, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დასაცავად გამოიყენებენ უსაფრთხოების სხვადასხვა ზომას, რომლებიც არ არის გათვალისწინებული საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის.
შეგახსენებთ, 13 ივლისს, პენსილვანიაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს 20 წლის მამაკაცმა ესროლა. ტრამპმა დაზიანება მიიღო. გარდაიცვალა მისი ერთ-ერთი მხარდამჭერი.