აშშ-ის საჰაერო გვარდიის წევრმა, ჯეკ ტეშეირამ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გავრცელების საქმეზე ბრალი აღიარა
აშშ-ის საჰაერო გვარდიის წევრმა, ჯეკ ტეშეირამ აღიარა დანაშაული პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გავრცელების საქმეზე. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. საქმე ეხება 2023 წელს პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას, რომლებიც უკრაინის ომზე სამხედრო შეფასებებს, მათთვის შეიარაღების გადაცემას და გლობალურ საკითხებზე ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სამუშაო ანგარიშებს, ასევე სხვა ქვეყნებთან დაკავშირებულ რამდენიმე სკანდალურ ინფორმაციას მოიცავდა.
ბრალის აღიარების სანაცვლოდ, პროკურორები შეთანხმდნენ, რომ ტეშეირას ბრალს არ წაუყენებდნენ ჯაშუშობასა და რამდენიმე სხვა დანაშაულში.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის აპრილში პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე აშშ-ის საჰაერო გვარდიის წევრი ჯეკ ტეშეირა დააკავეს.