აშშ-ის საფინანსო ბაზარზე ვაჭრობის დაწყებისას „დოუ ჯონსის სამრეწველო ინდექსი“ - 2.7 პროცენტით, „ნასდაქის“ საფონდო ბირჟის - 6.3 პროცენტით, „ეს ენდ ფის“ საფონდო ბაზრის ინდექსი კი 4.1 პროცენტით დაეცა
აშშ-ის საფინანსო ბაზარზე ვაჭრობის დაწყებისას „დოუ ჯონსის სამრეწველო ინდექსი“ – 1 000 პუნქტით, იმავე 2.7 პროცენტით, „ნასდაქის“ საფონდო ბირჟის – 6.3 პროცენტით, „ეს ენდ ფის“ საფონდო ბაზრის ინდექსი კი 4.1 პროცენტით დაეცა.
ამერიკელი ეკონომისტის, სტივენ ბლიცის განცხადებით, ეს რეცესია არ არის, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკა სუსტდება.
სტივენ ბლიცი ასევე ამბობს, რომ თუ ფედერალური სარეზერვო სისტემა არ დაიწყებს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას და ძალიან მალე არ შეამცირებს, წლის ბოლოსთვის აშშ რეცესიაში იქნება.
ერთ-ერთი ეკონომიკური ინდიკატორი, რამაც გამოიწვია დიდი ცვლილება აშშ-ის საფონდო ბირჟებზე, იყო „აიესემ მენუფაქტურინგ ინდექსი“ (ISM Manufacturing Index). ეს არის გამოკითხვა იმის შესახებ, თუ რას ელოდებიან აშშ-ში წარმოების კომპანიების მენეჯერები უახლოეს თვეებში. ამ კვლევის ნაწილი საკმაოდ სავალალო ჩანდა აშშ-ის ეკონომიკისთვის.