აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სომხეთში ჩავიდა
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სამანტა პაუერი სომხეთში ჩავიდა.
როგორც „უსაიდის“ ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში დაწერა, მისი თვითმფრინავი ერევანში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
„ჩემთვის დიდი პატივია სომხეთში დაბრუნება, წელს სომხეთში ეს ჩემი მეორე ვიზიტია, აშშ-ისა და სომხეთის პარტნიორობის გაფართოებისას მნიშვნელოვან მომენტში. მოუთმენლად ველოდები უფრო ღრმა თანამშრომლობას ჩემი ვიზიტის დროს“, – დაწერა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა.