აშშ-ის საელჩოს შემდეგ ავიადარტყმების საფრთხის გამო კიევში დღეს მუშაობა შეაჩერეს საბერძნეთის, იტალიისა და ესპანეთის საელჩოებმაც
აშშ-ის საელჩოს შემდეგ ავიადარტყმების საფრთხის გამო კიევში დღეს მუშაობა შეაჩერეს საბერძნეთის, იტალიისა და ესპანეთის საელჩოებმაც

აშშ-ის საელჩოს შემდეგ ავიადარტყმების საფრთხის გამო კიევში დღეს მუშაობა შეაჩერეს საბერძნეთის, იტალიისა და ესპანეთის საელჩოებმაც.

საბერძნეთის დიპლომატიური მისია მოუწოდებს მოქალაქეებს, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და უსაფრთხო ადგილებში დარჩნენ.

ესპანეთის საელჩო უკრაინაში მცხოვრებ მოქალაქეებს ურჩევს, უსაფრთხოების საგანგებო ზომებს მიმართონ, გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლების ყველა რეკომენდაცია და დარწმუნდნენ, რომ სიახლოვეს არის თავშესაფარი. საელჩოში აღნიშნავენ, რომ 20 ნოემბერს მუშაობას აჩერებენ მთელ უკრაინაზე ავიადარტყმების მაღალი რისკის გამო.

მოქალაქეები მუშაობის შეჩერების შესახებ იტალიის საელჩომაც გააფრთხილა.

„აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა ინფორმაცია დღეს, 20 ნოემბერს მოსალოდნელი მაღალი ინტენსივობის საჰაერო თავდასხმის შესახებ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კიევში საელჩო დღეს დაკეტილი იქნება ვიზიტორებისთვის“, – ნათქვამია საელჩოს ვებგვერდზე.

მანამდე კიევში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ აშშ-მა დროებით დახურა კიევში საელჩო უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო.