აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოდან ამერიკაში ორი ძებნილი პირის ექსტრადირება განხორციელდა
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს (DEA) მიერ ძებნილი მოჰამედ იასინისა და ჰასან აბდულ რაჰმანის საქართველოდან ამერიკაში ექსტრადირება განხორციელდა.
საელჩოს ცნობით, იასინი ლიდერია ლიბანში ბაზირებული ფულის გათეთრების ორგანიზაციის, რომლის მომსახურებითაც ნარკოტიკების გამსაღებელი კრიმინალური სუბიექტები მთელი მსოფლიოდან სარგებლობდნენ.
„2021 წლის სექტემბერში DEA-სთან თანამშრომლობით იასინი და რაჰმანი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. 2022 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მათი ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც DEA-ს მიერ ძებნილი პირების გადაცემა საქართველოდან მოხდა“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.