აშშ-ის საელჩო - ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ხაშურის სოფლებიდან ენთუზიაზმით აღსავსე ინგლისური ენის მასწავლებლებს, რომლებიც კვალიფიკაციას აუმჯობესებენ
ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ენთუზიაზმით აღსავსე ინგლისური ენის ახალ მასწავლებლებს, რომლებიც ამ ზაფხულს აუმჯობესებენ თავიანთ პროფესიულ კვალიფიკაციას, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ხაშურის ამერიკული კუთხე საქართველოს მასშტაბით ამერიკული სტილის ცხრა საზოგადოებრივი ცენტრიდან ერთ-ერთია, რმელიც ამ მასწავლებლებთან თანამშრომლობს მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რათა მათმა მოსწავლეებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ.
საელჩოში აცხადებენ, რომ ელჩი დეგნანი ხაშურის ამერიკულ კუთხეში ამ მასწავლებლებს შეხვდა და წარმატებული ტრენინგების ჩატარება მიულოცა.
„მომავალ წელს მათი საქმიანობა თავიან კლასებში ზეგავლენას მოახდენს მათი მოსწავლეების სამომავლო კარიერაზე და დაეხმარება საქართველოს მომავლის განსაზღვრას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.