აშშ-ის საელჩო - ვაგრძელებთ იმ ადამიანების უსაფრთხოების, უფლებების დაცვას, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ, ღია მიმოქცევას
ვაგრძელებთ იმ ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ, ღია მიმოქცევას, – ამის შესახებ ნათქვამია პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პატივისცემას უდასტურებენ ყველა ჟურნალისტს, რეპორტიორსა და მედიის მუშაკს, რომელიც მამაცურად აშუქებს სიმართლეს.
„პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ჩვენ ხაზს ვუსვამთ აშშ-ის მთავრობის ერთგულებას პრესის თავისუფლებისადმი და პატივისცემას ვუდასტურებთ ყველა ჟურნალისტს, რეპორტიორსა და მედიის მუშაკს, რომელიც მამაცურად აშუქებს სიმართლეს. როგორც ჟურნალისტებისა და მედიის პროფესიონალების დიდი ხნის მხარდამჭერი საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ჩვენ ვაგრძელებთ იმ ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ და ღია მიმოქცევას“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.