აშშ-ის საელჩო - სწავლება „ტროას ნაკვალევი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ძლიერ კავშირს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით
საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ძლიერ კავშირს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით.
როგორც საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, წვრთნების მიზანია ნატო-ს მოკავშირეებს შორის თავსებადობის გაზრდა.
„ათი ქვეყანა, ხუთი ქვეყნის ტერიტორიაზე ერთიანი გუნდით მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად მსოფლიოში.
Trojan Footprint სპეციალური ოპერაციების სარდლობის ყოველწლიური სამხედრო წვრთნებია, რომელიც ევროპაში ტარდება. წელს საქართველო პირველად იყო ერთ-ერთი მონაწილე მასპინძელი.
წვრთნების მიზანია ნატო-ს მოკავშირეებს შორის თავსებადობის გაზრდა, სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების გაზრდა რიგ საფრთხეებთან გამკლავებაში და შეიარაღებულ ძალებთან ინტეგრაციის გაღრმავება.
ეს წვრთნები კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ძლიერ კავშირს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით“, – აცხადებენ საელჩოში.