აშშ-ის საელჩო საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მადლობას უხდის
აშშ-ის საელჩო საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მადლობას უხდის

საქართველოში აშშ-ის საელჩო თავის გვერდზე „ფეისბუქში“ ქვეყნის სასაზღვრო პოლიციას მადლობას უხდის.

„COVID-19-თან ბრძოლა მრავალ უნარსა და ნიჭს მოითხოვს. დღეს მივესალმებით ჩვენს პარტნიორებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, რომლებიც მუშაობენ საქართველოდან სამედიცინო აღჭურვილობის კონტრაბანდად გატანის თავიდან აცილებაზე, ქვეყანაში საჭირო მარაგის შემოტანის უზრუნველყოფასა და საზღვართან წესრიგის შენარჩუნებაზე. წლების განმავლობაში ამაყად ვმუშაობთ საქართველოსთან ინსპექციის სერვისების გაუმჯობესებაზე. აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად კი, ქვეყანაში ცხრა სასაზღვრო პუნქტი სრულად გარემონტდა და აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად“, – აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.