აშშ-ის საელჩო საქართველოს ახალ წელს გია ყანჩელის კომპოზიციით ულოცავს [ვიდეო]
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
საელჩომ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და საელჩოს თანამშრომლები მონაწილეობენ.
ისინი გია ყანჩელის ცნობილ კომპოზიციას „ის აქ არის“ ასრულებენ.
„გილოცავთ ახალ წელს, საქართველო!“, – წერს აშშ-ის საელჩო „ფეისბუქზე“.