აშშ-ის საელჩო - სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრაზე სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა აღნიშნეს აშშ-ის ერთგულება საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მხარდაჭერისადმი
სენატორი ჯინ შაჰინი შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი, რომლებიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში აღნიშნული შეხვედრის შესახებ წერს.
„სამოქალაქო საზოგადოება უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ გზაზე, მათ შორის ამ ორგანიზაციების მუშაობის გზით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. შეხვედრისას სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა ხაზგასმით აღნიშნეს აშშ-ის ერთგულება საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მხარდაჭერისადმი, რათა ყველა ქართველმა იცოდეს, რომ მათი ხმა დაითვლება და რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.