აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, ბეირუთის ქუჩებში გასვლისგან თავი შეიკავონ
აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, ბეირუთის ქუჩებში გასვლისგან თავი შეიკავონ

ლიბანში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი საჭიროების გარეშე თავი შეიკავონ ქუჩაში გასვლისგან, გასვლის შემთხვევაში კი, აუცილებლად ატარონ ნიღბები.

საელჩოში ვარაუდობენ, რომ ბეირუთში აფეთქების დროს ტოქსიკური ნივთიერებების გაჟონვა მოხდა.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, ბეირუთში აფეთქებას 73 პირი ემხვერპლა, დაშავდა 3 000-ზე მეტი ადამიანი.