აშშ-ის საელჩო - მომდევნო თვიდან, კრიმინალური პოლიციისთვის აშშ-ის მხარდაჭერით, სექსუალური ძალადობის გამოძიების ტრენინგები დაიწყება
აშშ-ის საელჩო - მომდევნო თვიდან, კრიმინალური პოლიციისთვის აშშ-ის მხარდაჭერით, სექსუალური ძალადობის გამოძიების ტრენინგები დაიწყება

მომდევნო თვიდან, კრიმინალური პოლიციისთვის აშშ-ის მხარდაჭერით, დაიწყება სექსუალური ძალადობის გამოძიების ტრენინგები, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, 2014 წლიდან აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ოჯახური და სექსუალური ძალადობის პრევენციასა და გამოძიებას.

„მიუხედავად იმისა, რომ ქალთა საკითხებს მთელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, მარტი საშუალებას გვაძლევს განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ ქალთა მიღწევებზე და მათი სახელით მიღწეულ წარმატებებზე, ასევე, დარჩენილ სამუშაოებზე.

2014 წლიდან აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო (INL) განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ოჯახური და სექსუალური ძალადობის პრევენციასა და გამოძიებას. მაგალითად, 2015-2017 წლებში ტრენინგების უზრუნველყოფითა და ოფიციალური ვიზიტებით INL-მა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებებში ოჯახში ძალადობისა და დროებითი დამცავი ორდერების შესახებ.

იმავე პერიოდში, INL-მა ხელი შეუწყო ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების ქსელის განვითარებას, კახეთში ერთი თავშესაფრის აშენებას, თბილისსა და გორში კი თავშესაფრების (მათ შორის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის) აღჭურვისა და განახლების სამუშაოებს.

სექსუალური ძალადობის საგამოძიებო ტრენინგი INL-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და 2015 წლიდან დანაშაულის ადგილის გამომძიებლებისთვის, სასამართლო ექსპერტიზისა და საგამოძიებო პერსონალისთვის ჩატარებული ტრენინგების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ მომდევნო თვიდან კრიმინალური პოლიციისთვის აშშ-ის მხარდაჭერით დაიწყება სექსუალური ძალადობის გამოძიების ტრენინგები, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება“,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ქალთა საკითხებს მთელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, მარტი საშუალებას გვაძლევს…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on Sunday, 7 March 2021