აშშ-ის საელჩო მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს
აშშ-ის საელჩო მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ადამიანის სიცოცხლის დაცვა მოითხოვს ყოველი მხრიდან ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა თავიდან იქნას აცილებული გუშინ წყალში დახრჩობით გამოწვეული სიკვდილის მსგავსი მომავალი ტრაგედიები.

„აშშ-ის საელჩო გულითად სამძიმარს უცხადებს გუშინ მდინარე ენგურის გადაკვეთის მცდელობის დროს დაღუპული ქართველების ოჯახებსა და მეგობრებს; აგრეთვე ყველას, ვინც განიცდის ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც შეიქმნა COVID-19 პანდემიისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადაადგილების შეზღუდვის შედეგად. ვაფასებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ენგურის ხიდის გავლით ჰუმანიტარული დერეფნის ხელშეწყობას.

ადამიანის სიცოცხლის დაცვა მოითხოვს ყოველი მხრიდან ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა თავიდან იქნას აცილებული გუშინ წყალში დახრჩობით გამოწვეული სიკვდილის მსგავსი მომავალი ტრაგედიები. ეს შემზარავი გარემოება უკვე მრავალი წელია, ყველას გვახსენებს, რომ ოჯახებს უხდებათ წარმოუდგენელი არჩევანის გაკეთება, იყვნენ მათთვის საყვარელ ხალხთან ერთად, მიიღონ სამედიცინო დახმარება და განათლება, ან ოჯახი უზრუნველყონ საკვებით.

აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ასევეა ჩვენი ერთგულება ამ ჰუმანიტარული კრიზისის შედეგად დაზარალებული ხალხის მიმართ“,- აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

სოფელ შამგონასთან მაშველებმა მდინარე ენგურში ოთხი ადამიანის ცხედარი გუშინ იპოვეს. მოქალაქეები ოკუპირებული სოფელ თაგილონიდან შამგონაში მდინარე ენგურის გავლით გადმოსვლას ცდილობდნენ.

 

აშშ-ს საელჩო გულითად სამძიმარს უცხადებს გუშინ მდინარე ენგურის გადაკვეთის მცდელობის დროს დაღუპული ქართველების ოჯახებსა და…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on Thursday, 8 April 2021