აშშ-ის საელჩო - ჯვრის მონასტრის კონსერვაციის მეორე ფაზის პროექტი ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის კონკურსის მეორე რაუნდში გადავიდა
ჯვრის მონასტრის კონსერვაციის მეორე ფაზის პროექტი ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის კონკურსის მეორე რაუნდში გადავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„აღდგომის კვირა დღეს აშშ-ის საელჩო თქვენ და თქვენს ოჯახებს გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას. გვსურს, ვისარგებლოთ ამ შემთხვევით და გაგიზიაროთ შესანიშნავი სიახლე აშშ-ის დაფინანსებით ჯვრის მონასტრის მიმდინარე კონსერვაციის პროექტთან დაკავშირებით. ჯვრის მონასტრის მეორე ფაზის პროექტი ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის კონკურსის მეორე რაუნდში გადავიდა. შერჩევის შემთხვევაში დაფინანსდება ტაძრის მთლიანი გარე ფასადის კონსერვაციის სამუშაოები, ოთხივე ფასადი და გუმბათის რვავე მხარე, დაახლოებით 1200 კვადრატული მეტრის ფართობი. ჯვრის მონასტრის პროექტის მიმდინარე, პირველი ფაზა ფონდმა უკვე 100,000 დოლარით დააფინანსა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.