აშშ-ის საელჩო - ჟურნალისტებზე თავდასხმა მიუღებელია, დემოკრატიულ სახელმწიფოებში მათ საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება უნდა შეეძლოთ
საქართველოში აშშ-ის საელჩო ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტს ეხმაურება.
როგორც საელჩოში აცხადებენ, ჟურნალისტებზე თავდასხმა მიუღებელია და დემოკრატიულ სახელმწიფოებში ჟურნალისტებს საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება უნდა შეეძლოთ.
საელჩო მოუწოდებს ხელისუფლებას, ჩაატაროს შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება.
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გმობს ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტს. ამას წინ უსწრებდა თებერვალში „ფორმულას“ ჟურნალისტის ვახო სანაიას ცემის ინციდენტი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაატაროს ამ შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება.
თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება და შეეძლოთ საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ შეძლონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება საზოგადოების ინფორმირების, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გმობს ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმისა და…
Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on პარასკევი, 09 აპრილი, 2021