აშშ-ის საელჩო - აშშ მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, ჩვენი აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, რომელი პარტიაა ხელისუფლებაში
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
მათივე განმარტებით, აშშ-ის არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, რომელი პარტია არის ხელისუფლებაში.
„30 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან“, – აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს კომენტარში.