აშშ-ის საელჩო - აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს საზოგადოების ძალისხმევას კოვიდ-19-თან ბრძოლაში და USAID/Georgia-ს მეშვეობით სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამას აცხადებს
აშშ-ის საელჩო - აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს საზოგადოების ძალისხმევას კოვიდ-19-თან ბრძოლაში და USAID/Georgia-ს მეშვეობით სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამას აცხადებს

კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს დასახმარებლად, აშშ USAID/Georgia-ს მეშვეობით სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამას აცხადებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს საზოგადოების ძალისხმევას COVID-19-თან ბრძოლაში. USAID/Georgia-ს მეშვეობით ვაცხადებთ სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამას სახელწოდებით ACT NOW. პროგრამა დაეხმარება ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოში COVID-19-ის გავრცელების შემცირებაზე; აუცილებელ დახმარებას უწევენ მაღალი რისკის ქვეშ მყოფ თემებს; ხელს უწყობენ სექტორთშორის თანამშრომლობას ქვეყნის საპასუხო ძალისხმევის განსამტკიცებლად; მაქსიმალურად ეფექტიანად მოქმედებენ COVID-19-ის კრიზისის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების საპასუხოდ“,- აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გრანტების რაოდენობა 500 აშშ დოლარიდან 5 000 აშშ დოლარამდეა და გაიწერება 3-დან 7 დღის განმავლობაში.